მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა იმუნიზაციის მარათონის შესახებ
19 ოქტ 2021
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტრმა, ამირან გამყრელიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, თვითმმართველობებისა  და  ჯანდაცვის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, იმუნიზაციის მარათონის შესახებ იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან  საქართველოს დიდ დასახლებულ პუნქტებში, ძირითადად, სოფლებში იმუნიზაციის მარათონის კვირეულის დაწყებას, რომლის მიზანი 2-3 კვირის განმავლობაში, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაა. საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 49 სოფლი,  სადაც 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზების მიზნით, პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სამსახურები. მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ფლაერები არსებული კოვიდ-რეგულაციებისა და აცრების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ვაქცინაციის მსურველები შესაბამისი პროცედურის ჩატარებას საკუთარი სოფლების ამბულატორიებში შეძლებენ.  

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი გიორგი მეურმიშვილი და მარნეულის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“  დირექტორი ეთერ ლაფერაძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1490
 
 
 
სიახლეები
მაი 25 ოთხ 2022
50
მაი 20 პარ 2022
138
მაი 09 ორშ 2022
283
აპრ 28 ხუთ 2022
350
აპრ 22 პარ 2022
310
აპრ 21 ხუთ 2022
307
მარ 24 ხუთ 2022
706
 
 
სიახლეები
2022 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031