17 მარტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ მიმდინარეობს. „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას.
„დიდგორელის“ პირველ ტურში 528 მარნეულელი მოსწავლე ჩაერთო, ხოლო, მეორე ტურში, რომელიც გაიმართა 6 აპრილს მონაწილეობა მიიღო 159-მა მოსწავლემ, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები, წიგნები და „დიდგორელის“ მედალიონები.
მოსწავლეები სამი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ მეორე ტურისთვის. მათ ამ პერიოდის განმავლობაში წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების - ვასილ ბარნოვის და ლევან გოთუას მოთხრობები („ნაძვნარის დევი“, „თრიალეთური ლანდები“), სატესტო კითხვები ამ მოთხრობებიდანაც შედგებოდა.
„დიდგორელის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი მწერლების ნაწარმოებების გაცნობაა, შესაბამისად მოსწავლეები ყველა ტურის მოსამზადებელ პერიოდში კითხულობენ სხვადასხვა ისტორიულ მოთხრობებს.
მესამე ტურში გადასულთა ვინაობა 8 აპრილს გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ „დიდგორელის“ გამარჯვებულს კომპანია არემჯისგან გადაეცემათ სტიპენდია, ხოლო, სხვა ფინალისტებს სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები. აგრეთვე, კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ისტორიულ-საგანმანათლებლო ტურებში (ოკუპაციის მუზეუმი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვ.)
„დიდგორელი“ 2019 წელს დაიწყო მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მეუფე ანანიას ჩართულობითა და მხარდაჭერით.
კონკურსანტებს მარნეულის მერიაც დააჯილდოებს სხვადასხვა სახის საჩუქრებით.
სიახლეები
საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“
07 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4824
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15267
აპრ 22 შბ 2017
28402
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29382
სექ 02 პარ 2016
27716
აგვ 26 პარ 2016
27265
აგვ 30 სამ 2016
25471
აგვ 25 ხუთ 2016
27492