მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკო ინიციატივა - სოფელ ხულდარაში
03 აპრ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, სტიქიური ნაგავსაყრელის განთავსების ადგილი გასუფთავდა და ადგილზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის, შესაბამისი ღონისძიებების გატარება აქტიურად მიმდინარეობს.

ეკო ინიციატივა, ადგილობრივ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომლებმაც პროექტ „დავიცვათ გარემო, დავიცვათ ჩვენი მომავალი“- ის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტოტრიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა ეკო ღონისძიებები გაატარეს.
აღნიშნული აქტივობები - ქალთა ფონდი საქართველოში და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, ტერიტორიის გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძემ, მერის თანაშემწე ადილ ალიევმა, საკრებულოს დეპუტატმა როვშან ისკანდაროვმა და მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, გიორგი მეურმიშვილმა მიიღო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1198
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031