მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.
მუნიციპალიტეტში ახლახანს დასრულდა კიდევ ერთი სოფლის - თაზაკენდის გზის მოასფალტების პროექტი. გატარებული სამუშაოების შედეგად, მოასფალტდა 2 449 მეტრის მოცულობის გზა, რისთვისაც ადგილობირივ ბიუჯეტიდან 555 357 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელში გზის რეაბილიტაციის პროექტები განხორციელდა სოფელ ხოჯორნში, სადახლოში, მოლაოღლში, დამიაში, ხულდარაში, დაშტაფაში, გაჯისაკენდში, აღმამედლოში, შულავერში, იმირში, ხუტორ- ლეჟბადინსა და ბურმაში.
სიახლეები
სოფელ თაზაკენდში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
25 დეკ 2020
მნახველთა რაოდენობა: 457
სიახლეები

















