მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
16 ივლ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გამთენისაას ძლიერი წვიმის შედეგად, იაღლუჯის მთიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა ქალაქ მარნეულის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების I სართული, სარდაფები და შიდა ეზოები დატბორა.

დილიდან მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ ლოკაციებზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მიერ მიყენებულ სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს.

ძლიერმა წვიმამ, ქალაქ მარნეულის ვაჟა–ფშაველას, აღმაშენებლის, იაღლუჯის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი  სახლები და აგრეთვე   ბაზრის  მიმდებარე ტერიტორია დატბორა;

მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე ვითარებას გაეცნო,   მარნეულის მერი ზაურ დარგალი,  მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად;

მუნიციპალიტეტის მერიაში  უკვე შექმნილია, სტიქიის მასშტაბებისა და ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც  მერიის კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4434
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1893
სექ 19 სამ 2023
2126
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930