მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ხოლო 3- ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება;
ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხულდარაში, შულავერში, ჯანდარში, ცოფში, კასუმლოში, ჩანახჩსა და ქუთლიარში. სოფელ საბირკენდში სკოლის შენობის მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება;
ძირებული რეაბილიტაცია უტარდებათ - სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლო №1 საჯარო სკოლას.
სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად;
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
სიახლეები
მიმდინარე წელს მარნეულში 8 სკოლა აშენდება 3-კი სრულად რეაბილიტირდება
04 ივნ 2020
მნახველთა რაოდენობა: 5395
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
323
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28706
იან 09 ორშ 2017
28301
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25674