დღეს, დილიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე განმეორებით დარიგდა.
მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.
მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ფლაერები და პოსტერების მომზადება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
ადგილობრივ მოსახლეობაში დარიგება კი მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ჩართულობით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მასალების გავრცელება ქვემო ქართლის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , 16 მარტიდან უზრუნველყვეს.
სიახლეები
ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები განმეორებით დარიგდა
26 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2134
სიახლეები

















