მარნეულში მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს მარნეულში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მე- 3 დღეა აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მთლიანი მასშტაბით, მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა.
თერმოსკრინინგი მოსახლეობაში, მედიკოსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების ჩართულობით ხოციელდება.
მედიკოსებმა, სამედიცინო გამოკვლევის პირველ ეტაპზე, მარნეულში COVID-19-ით ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში მყოფი პირები შეამოწმეს.
თერმოსკრინინგის ფარგლებში, ექიმები მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ. ამ ეტაპისთვის სამედიცინო შემოწმება 41 000- ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა;
სიახლეები
მარნეულში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
26 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 1817
სიახლეები

















