მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
28 თებ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, დღეს,  მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე, ოფიციალურად გახსნა.

ქალაქის ცენტრალური პარკის გახსნის ღონისძიებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები  და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპეციალურად ამ დღისთვის, დაიგეგმა სხვადასხვა სახის კულტურული და საბავშვო-გასართობი აქტივობები.

პროექტის ფარგლებში, მონუმენტური ძეგლი პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი გახდა. მოეწყო  საბავშვო, დასასვენებელი, სარეკრეაციო, შემეცნებითი და სადღესასწაულო ზონები, ამფითეატრი და  საპარკინგე სივრცეები. 1 094 328 ლარის ღირებულების პროექტი,   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტის   ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტურ ძეგლს „კიდევაც დაიზრდებიან“, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელიც ცნობილი მოქანდაკის,  მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შესრულებული. სკულპტურული ძეგლი კი ქართული ქანდაკების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნამუშევარს წარმოადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 731
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031