მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარების“ პროგრამა
25 თებ 2020
 

„სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარების“ პროგრამა

2020 წლიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა განახორციელებს „სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარების“ პროგრამას.
პროგრამა გულისხმობს სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში - 10  თვე.
პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ ჩამონათვალში მითითებული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში  შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ:

ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტი (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე);
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის)  ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. ამონაწერი სოც. მომსახურების სააგენტოდან, სოც. სარეი ტინგო ქულის მითითებით;
6. საბანკო რეკვიზიტები;

ბ) სპეციალური საჭიროების მქონე  სტუდენტი;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;

დ)მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში);    გარდა  ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალობების სტუდენტეებისა, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ A, B, C -  აკადემიური ქულები;

სპეციალობები პედაგოგიკის სფეროში: დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა; ქართული ენა და ლიტერატურა;  ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ისტორია, მათემატიკა;  
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. უნივერსიტეტის მიერ გაცემული  აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა თანდართული შეფასებების ცხრილით(წინა სემესტრის);
6. საბანკო რეკვიზიტები;

ე) იძულებით გადაადგილებული პირი -სტუდენტი;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის)  ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  
6. საბანკო რეკვიზიტები;

ვ)მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტი (არანაკლებ 4 შვილი);
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის)  ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
6. დედმამიშვილების პირადობის/დაბადების მოწმობების ასლები;
7. საბანკო რეკვიზიტები;


ზ) ოჯახი, სადაც არანაკლებ 3 სტუდენტია;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის)ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
6. დედმამიშვილების პირადობის მოწმობების ასლები;
7. დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან;
8. საბანკო რეკვიზიტები;

თ) ვეტერანის შვილი სტუდენტი;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის)  ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
6. მშობლის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
7. საბანკო რეკვიზიტები;

ი) უდედმამო სტუდენტი;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის)  ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. ობლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებს პირი, რომელმაც 2020 წლის განმავლობაში უკვე ისარგებლა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის მე-7 მუხლით - „აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარება“.  ან/და ვერ ისარგებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის მე-7 მუხლით, თუ უკვე ისარგებლა „სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარების“ პროგრამით;

აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ   "4+1 პროგრამა" -ის მოსამზადებელი კურსის მსმენელები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 971
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031