მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან
13 სექ 2019
 

მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალ დირექტორს თამარა წულეისკირსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს დავით ნარდაიას უმასპინძლა.

საინფორმაციო შეხვედრას, მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, სადაც ყურადღება გამახვილდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე და გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვების მნიშვნელობაზე.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და პროექტის ფარგლებში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 371
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031