მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში, მდინარე მტკვარზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება, რომელიც აღნიშნული მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავს. (კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში ეწყობა 400 მეტრის მოცულობის ნაპირსამაგრი ქვაყრილი, 800 მეტრის მოცულობის ხელოვნური დამბა და 5 ერთეული ნაკადმიმმართველი დეზი)
ზემოთხსენებულ სოფელში მდინარის ადიდების შედეგად ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, აგრეთვე იქ არსებული სარწყავი წყლისთვის განკუთვნილი სატუმბი სადგური, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის განხორციელების.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაახლოებით 1 300 000 ლარით დაფინანსდა და იგი უახლოეს დღეებში დასრულდება.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
27 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5583
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15530
აპრ 22 შბ 2017
28718
იან 09 ორშ 2017
28309
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686