დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომა მიულოცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, მერიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგეს.
შეგახსენებთ, რომ ყურბან-ბაირამი, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამის შემდგომ აღინიშნება და სამი დღე გრძელდება.
სიახლეები
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ყურბან ბაირამი მიულოცეს
12 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2555
სიახლეები

















