მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას თუნუქის სახურავები გადაეცათ
12 აგვ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის, თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესი დაიწყო. წითელსოფელში, სამუშაოების მიმდინარეობას, პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, მერის მოადგილეები, ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი.

შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 400-მდე ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 660 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა სეტყვამ, მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დააზარალა. სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, სოფლებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად განახორციელეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 274
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30