მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღნიშნეს
13 აგვ 2019
 

12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, სახელოვანი ბრძოლიდან 898-ე წელი, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.

სახალხო დღესასწაული, ადგილობრივებსა და სტუმრებს, სცენიდან პირადად მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, სადაც მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამაც მიიღო.

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი და მოწვეული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 108
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031