მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მაღალმთიან დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
07 აგვ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში,  ოფრეთისა და ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით,   გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

სოფელ ოფრეთში, უკვე დასრულდა,  1075 მეტრი მოცულობის,  გზის მოასფალტების სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან,  გამოყოფილი იქნა 293 487 ლარი. რაც შეეხება ოფრეთის შიდა გზებს, ამ ეტაპისთვის  მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1367 მეტრი მოცულობის  გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  405 513 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროეტების მიმდინარეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მოინახულა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი,   მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რომლის შემდგომაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და  წლის განმავლობაში დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების შესახებ, დეტალურად  მიაწოდა ინფორმაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5223
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031