მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მარნეულის მერია მოქალაქეებისთვის ახალ მუნიციპალურ მომსახურებას ნერგავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, მარნეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მაღალი დონის მუნიციპალურ მომსახურებას გაუწევს.
თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების (მმს) დანერგვას, საჭირო ტრენინგების ჩატარებას და შემდგომ მხარდაჭერას.
აღნიშნული საქმისწარმოების სისტემის მიზანია მუნიციპალური სერვისების პროცესების ოპტიმიზაცია,
საქმისწარმოების ეტაპების სწრაფად და ეფექტურად წარმართვა, რაც საბოლოოდ მოქალაქის მაღალი სტანდარტით მომსახურებას უზრუნველყოფს.
სისტემის სრულად დანერგვის შემდგომ მოქალაქეები SMS და Email შეტყობინებების სახით მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მერიის თანამშრომლებს გააცნეს „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ (მმს) ფუნქციონალი.
აღსანიშნავია, რომ სისტემის დანერგვა პირველ ეტაპზე მოხდება სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გასავითარებლად, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესებთან დაკავშირებული მომსახურების გაუმჯობესებისთვის; აგრეთვე ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი სერვისების დახვეწა- გასავითარებლად.
გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ my.gov.ge მოქალაქის პორტალის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად მოითხოვონ ისეთი სერვისები როგორიცაა: მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება, საოპერაციო და მედიკამენტების დაფინანსება, მშენებლობის ნებართვა და ა.შ
სიახლეები
მერია მოქალაქეებისთვის ახალ მუნიციპალურ მომსახურებას ნერგავს
08 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5253
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15590
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29667
სექ 02 პარ 2016
28080
აგვ 26 პარ 2016
27585
აგვ 30 სამ 2016
25724