მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
19 ივნ 2019
 

არნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა, მერიის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე,  ჰარმონიზაციის ცენტრის უფროსის მოადგილის,   ირმა გელანტია- ახვლედიანის მიერ, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია სახელწოდებით „საქართველოში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის PIFC რეფორმა  ეფექტური მმართველობისთვის“ .

შეხვედრის ფარგლებში,   მოწვეულმა სტუმარმა,   ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში შიდა აუდიტის სამსახურის  არსსა  და ფუნქციებზე.

აგრეთვე  იმ გამოწვევებზე, რომელიც  შიდა აუდიტის სუბიექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში არსებობს. კონკრეტულად კი საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში  არსებობს და  რომელიც ეხება  შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების გამიჯვნას.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურის  განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებებიც, სადაც ჰარმონიზაციის ცენტრის  წარმომადგენლების მიერ აღნიშნული მიმართულებით გაჟღერდა რეკომენდაციები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5284
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1723
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031