მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„გადაჭრილ გორაზე“ წლევანდელი არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა
12 ივნ 2019
 

მარნეულში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ გადაჭრილ გორაზე, ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნულ ძეგლზე სამუშაოები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამუშაოების დასრულების პროცესს, დღეს ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგთან სტივ ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ადგილზე განხილული იქნა მუზეუმის კონცეფციის საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები.

აღსანიშნავია, „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები, რათა ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის მიზნით,  ეტაპობრივად ჩატარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცენტერალური გზიდან ძეგლამდე ქვაფენილის მოწყობა და ძეგლის შესაბამისი სტანდარტებით გადახურვა, რისთვისაც დაახლოებით  1 200 000 ლარია გათვალისწინებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6071
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1914
სექ 19 სამ 2023
2153
ივლ 05 ოთხ 2023
2289
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930