მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ქალაქ მარნეულში, „ატა ჰოლდინგში“ შედგა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები და აზერბაიჯანიდან ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
ცენტრის გახსნის ცერემონიალზე მიწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის- მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.
დღევანდელ ღონისძიებაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
სიახლეები
აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრის გახსნის ცერემონია მარნეულში
03 აპრ 2019
მნახველთა რაოდენობა: 7204
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
411
აპრ 22 ოთხ 2020
15584
აპრ 22 შბ 2017
28802
იან 09 ორშ 2017
28363
აგვ 30 სამ 2016
30373
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28074
აგვ 26 პარ 2016
27578
აგვ 30 სამ 2016
25721