29 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტს პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა. იგი მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის, პროექტის „ქართველი მწერლები“-ის ფარგლებში, სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოწვევით, ბიბლიოთეკის დარბაზში, სპეციალურად მისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
პოეზიის საღამოში ხოჯორნის, ოფრეთისა და ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პოეტის ლექსები მაყურებელს გააცნეს, ხოლო კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფმა ტარიელ ხარხელაურის პოეზია მუსიკალური პოეზიის სახით წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. პოეტმა თავის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი მაყურებელს თავად წაუკითხა.
ღონიძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერიის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სიახლეები
შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან
01 აპრ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6337
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
417
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28810
იან 09 ორშ 2017
28371
აგვ 30 სამ 2016
30377
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27583
აგვ 30 სამ 2016
25723