ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სათბური ეფექტის მქონე აირების ნაგავსაყრელებზე წარმოქმნის შემცირება და იმ მწვანე ნარჩენების გამოყენება, რაც რეგიონული ნაგავსაყრელების 50% იკავებს.
პილოტური პროექტი ეხმარება მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მუნიციპალური ორგანიზაციებისგან მწვანე ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესებაში. კერძოდ, შეძენილ იქნა 30-ზე მეტი 1,100 ლიტრიანი კონტეინერი მარნეულის სხვადასხვა ადგილებში განსათავსებლად. აგრეთვე, შეძენილ იქნა 12 ლიტრიანი 120 კონტეინერი, რომლებიც დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.
პილოტური პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და მოწვეული სტუმრები.
სტუმრებმა დაათვალიერეს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და დაესწრნენ გადამუშავებისა და კომპოსტის შექმნის პროცესს. ასევე, დელეგაცია იმყოფებოდა ქალაქ მარნეულის N3 საბაშვო ბაღში სადაც აღსაზრდელებს სიმბოლურად დაურიგეს ზურგჩანთები სლოგანიოთ “გარემოს ქმნი შენ“ და საბავშვო ბაღს საჩუქრად გადასცეს კონტეინერები სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.
პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას.
სიახლეები
მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროგრამა მარნეულში
15 მარ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6051
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
296
აპრ 22 ოთხ 2020
15492
აპრ 22 შბ 2017
28677
იან 09 ორშ 2017
28280
აგვ 30 სამ 2016
30299
აგვ 27 შბ 2016
29583
სექ 02 პარ 2016
27973
აგვ 26 პარ 2016
27473
აგვ 30 სამ 2016
25654