მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი - „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“
04 თებ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, დღეიდან ახალი პროექტის, -  „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა, რომელსაც თავისუფალი თეატრის მსახიობი, თამუნა ნიკოლაძე უძღვებოდა. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მსახიობმა დამსწრეებს, მომავალში ჩანიშნული შეხვედრების თემატიკა გააცნო და აღნიშნა, რომ მარნეულელ ახალგაზრდებთან იგი, მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის კურსს გაივლის. დღესვე ახალგაზრდებს მოწვეულმა ტრენერმა, პრაქტიკული სავარჯიშოებიც შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ, ინიცირებული პროექტის მიზანია, მარნეულელი ახალგაზრდების შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, გაეცნონ ისეთ სახელოვნებო დარგებს როგორიცაა: კინოხელოვნება, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, თეატრი.

დაესწრონ მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის მოკლე კურსს.

პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციებს გაუძღვებიან:
ლაშა ჩხარტიშვილი - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ლელა ოჩიაური-კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თამუნა ნიკოლაძე, - თავისუფალი თეატრის მსახიობი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6519
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1723
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031