დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო აუტიზმის გავრცელებას, დიაგნოსტიკასა და მისი დაძლევის შესაძლებლობას, როგორც სკოლამდელი ისე სკოლის ასაკის ბავშვებში. ასევე, ხაზი გაესვა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებისა და შესაბამისი პროგრამების მნიშვნელობას.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ბაღისა და სკოლის პედაგოგები, მშობლები და თემით დაინტერესებული პირები.
ღონისძიებას ორგანიზებას მარნეულის მუნიციპალიტეტი, ფონდი „ჩვენ განსხვავებულები ვართ“, შპს „მირაკულუმ“, წმ. ნინოს სამედიცინო ფონდი და ფონდი „მაკ ჯეორჯია“ უწევდა.
სიახლეები
მარნეულში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - „აუტიზმი და საზოგადოება“
02 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5378
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
423
აპრ 22 ოთხ 2020
15592
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29668
სექ 02 პარ 2016
28085
აგვ 26 პარ 2016
27587
აგვ 30 სამ 2016
25725