მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 სიახლეები

 

მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
22 თებ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.  

მოგახენებთ, რომ შეხვედრები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 11 ადმინისტრაციული ერთეულის 55 სოფელში გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000  ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული  სამი სამუშაო ჯგუფი  მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2891
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031