მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა მარნეულის მერიაში
27 იან 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ წარმომადგენლებს და ამ ორგანიზაციის ბენეფიციარების მშობლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის მიერ ბენეფიციართათვის შეთავაზებული სერვისები და ამ სერვისების გაუმჯობესების გეგმები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით  ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ უკვე წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპერირებს.

ორგანიზაციის მიზანს შშმ პირთა, ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ადაპტაცია წარმოადგენს.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1380
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
580
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031