მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში „ჯავახიშვილობა 2022“ აღინიშნა
08 ნოემ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით სოფელ წერაქვში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის  მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„ჯავახიშვილობა 2022“-ს ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი,  მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, წარმომადგენლები ლიტერატურის მუზეუმიდან, მწერალთა კავშირის წევრები და მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავლები. მათ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება და ყვავილებით შეამკეს ძეგლი.

ღონისძიების ფარგლებში წერაქვში, მწერლის მუზეუმის ეზოში, წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ამსახველი  იმიტირებული ლიტერატურული სალონების დეკორაციები, ასევე სპექტაკლი „ფრაგმენტები ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან“.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯავახიშვილი 1880 წლის ნოემბერში ,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში დაიბადა. მწერლის იუბელესთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით 2015 წლიდან აღდგა და ტრადიციული ხასიათი მიიღო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1169
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
667
ნოემ 22 სამ 2022
1095
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031