მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნიკა კობახიძესთან და მოადგილეებთან ერთად „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის ფილიალში, USAID -ის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას, ესწრებოდა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით ქალბატონი ერინ ე. მაქქი.
პროგრამა უზრუნველყოფს ორ ახალ რეგიონულ სასწავლო ცენტრში საექთნო პრაქტიკის უწყვეტ განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას სამუშაო ძალის განვითარების პროცესში და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების შესაძლობლობების გაუმჯობესებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო USAID-ს პროექტის დაფინასებისთვისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მარნეულში იმ პროექტის განხორციელება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის განვითარებას ემსახურება,“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.
სიახლეები
USAID -ის ახალი პროგრამის პრეზენტაცია მარნეულში
02 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 1853
სიახლეები

















