ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში შემდეგი მიმართულებით იმუშავებს:
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
• მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
• ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის პრეზენტაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, გარდაბნის, დმანისის,თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებმა CENN-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
სიახლეები
04 ივლ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2718
სიახლეები

















