მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში
06 ივნ 2022
 

მიმდინარე წლის მაისში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდა.

შეხვედრა  გაიმართა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელ პიოტრ მიულერთან, კობილნიცის გმინის მერ ლეშეკ კულინსკისთან და ქალაქ სლუპსკის ხელმძღვანელ პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში  დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის სხვა გმინების წარმომადგენლებთან ერთად,  მონაწილეობა მიიღეს  „კობილინცის დღეები–2022-ში”.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სოციალურ-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

დელეგაციას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ხელმძღვანელობდა. ასევე, პოლონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსები.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი გმინა კობილნიცასთან 2017 წლიდან მეგობრობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2819
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
580
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031