საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 5000 ლარის დაფინანსება მიიღო და სასათბურე მეურნეობა მოაწყო. სათბურში, სეზონის შესაბამისად, გამოჰყავთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ჩითილები. ამასთან, ოჯახს გაშენებული აქვს ალუჩის ბაღი და მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანაში აბარებს.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სოფელ დიოკნისში უკვე დასრულებულ და მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ დიოკნისში დასრულების ეტაპზეა სასმელი წყლის პროექტი, რის შემდეგაც დაგეგმილია სოფლის შიდა გზების მოწესრიგება. სოფელს უკვე აქვს ევროპული სტანდარტების სკოლა, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ქართულ სექტორზე ერთად სწავლობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.
სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მარნეულში
08 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2904
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15271
აპრ 22 შბ 2017
28403
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29383
სექ 02 პარ 2016
27718
აგვ 26 პარ 2016
27265
აგვ 30 სამ 2016
25471
აგვ 25 ხუთ 2016
27493