მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“ სასწავლო პროცესი დაიწყო
09 ნოემ 2021
 

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროექტი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

სასწავლებლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. მოეწყო კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.

კოლეჯი, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს კოლეჯ მოდუსში  ქართული ენის მოდულის გავლა შეუძლიათ. აღნიშნული მოდულის გავლის შემდეგ, სტუდენტი სწავლას მის მიერ არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე გააგრძელებს. 

სწავლა „მოდუსში“ სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 949
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2022 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31