მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერის თანაშემწესთან ადილ ალიევთან ერთად, სათემო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა, ა(ა)იპ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“-ის პროექტ „COVID-19-ის გავლენა ქვემო ქართლში და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შვიდ სათემო ცენტრში ჩატარდა აქტივობები, მოეწყო შეხვედრები მოსახლეობასთან და მოხდა სოფლების საჭიროებების კვლევა.