მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში, ახლადაშენებული ქსელი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც კომპანია „SOCAR“-ის ხელმძღვანელობა, საქართველოს ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფელ ილმაზლოში გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „SOCAR Georgia Gas“-მა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 12.7 კმ გაზსადენი მოეწყო. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 227 პოტენციურ აბონენტს ექნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით სულ რეგისტრირებულია 30 166 აქტიური აბონენტი, რაც მარნეულში გაზიფიცირების 84% შეადგენს.
სიახლეები
გაზგამანაწილებელი ქსელის გახსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში
19 სექ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1552
სიახლეები

















