მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის თვითმმართველობის დელეგაცია პოლონეთში
25 ივნ 2021
 

2021 წლის 18–21 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დელეგაცია, მივლინებით პოლონეთში - ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდა.

პოლონეთში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება პარტნიორობის შესახებ ქალაქ კობილნიცასა და ქალაქ მარნეულს შორის, რომლის მიზანია: პარტნიორ ქალაქებში - ინფორმაციის პოპულარიზება; თანამშრომლობა სკოლებს შორის, ბავშვების და ახალგაზრდების ჯგუფებისთვის გაცვლითი პროგრამების ორგანიზება; კულტურის, სპორტის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, სამეურნეო სამუშაოების მწარმოებელ პირებს შორის, პირდაპირი კავშირების დამყარება; თეატრალური განხრით გამოცდილების გაზიარება.

შეთანხმების საფუძველზე მხარეები გაითვალისწინებენ ბიუჯეტის დაგეგმვაში საჭირო ოდენობის ფინანსურ რესურსებს, რათა მოხდეს საერთო პროექტების რეალიზება. აღსანიშნავია, რომ პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდული ჯგუფების, ორგანიზაციების და ასოციაციების წევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დელეგაციაში წარმოდგენილი იყვნენ: მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ნინო დეკანოიძე და ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ირინე მაჭარაშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 830
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031