მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის კოლეჯში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა; ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც 2020 წლის ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობდნენ მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ;
აღნიშნული ღონისძიების მიზანს, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების მიმართ მადლიერების გამოხატვა და ამავდროულად, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა;
სიახლეები
მარნეულის კოლეჯში სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
15 ივლ 2020
მნახველთა რაოდენობა: 1724
სიახლეები

















