მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების დარიგება, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქტიურად გრძელდება.
მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.
საინფორმაციო კამპანიაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ფლაერების დამზადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყო.
მასალების გავრცელება ქვემო ქართლის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , 16 მარტიდან უზრუნველყვეს.
სიახლეები
მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება
29 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4873
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15579
აპრ 22 შბ 2017
28793
იან 09 ორშ 2017
28360
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29664
სექ 02 პარ 2016
28071
აგვ 26 პარ 2016
27573
აგვ 30 სამ 2016
25719