უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ მანრეულის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება.
სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობითა და ორგანიზებით ხორციელდება.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
26 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2057
სიახლეები

















