მარნეულის მუნიციპალიტეტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიება, მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელიც მიზნად ისახავდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას სამომავლო გეგმების შესასრულებლად. კონფერენციაზე მოხსენებები გაკეთდა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გაწეული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ.
აღნიშნულ კონფერენციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ოთარ შამუგია და ამავე სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე უძღვებოდნენ.
მერიაში გამართულ ღონისძიებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
სიახლეები
მარნეულმა რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა
20 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 5402
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28807
იან 09 ორშ 2017
28368
აგვ 30 სამ 2016
30375
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27580
აგვ 30 სამ 2016
25722