მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
11 თებ 2020
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე,   პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - ახალი კომპონენტის - „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა  უძღვებოდა,  საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დღეიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5188
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1921
სექ 19 სამ 2023
2164
ივლ 05 ოთხ 2023
2296
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930