მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულში დღეს ტრადიციული ალილო მოეწყო
07 იან 2020
 

საზეიმო მსვლელობა, რომელიც მე– 7 წელია ტრადიციად იქცა, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მას  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა,  თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და ეკლესიის მრევლმა.

ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა  ფეხით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმაც შეიტანეს წვლილი და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობის შემდეგ, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა თემატური ღონისძიებაც.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 773
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829