მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება
27 დეკ 2019
 

მარნეულში საახალწლო ღონისძიებები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნა.

მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო გასართობი ღონისძიებები, ანიმატორების შოუ, სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო საახალწლო სოფლის კუთხე, სხვადასხვა თემატური სივრცით. გაიმართა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაც;

საზეიმო წარმოდგენას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი ოჯახთან ერთად ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე, მარნეულელი მაყურებლების წინაშე, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, თბილისის ბავშვთა კაპელა წარგდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2120
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930