მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კიდევ ერთი სპორტული მოედანი მოეწყო
06 დეკ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, კომბინირებული  მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი გაიხსნა.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი,  პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი,  თამაზ ნავერიანი, აგრეთვე მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე,  თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ თამარისის კომბინირებული მოედანი რიგით მე-6 სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც  მარნეულის მერიამ, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელა.

პროექტის ფარგლებში,  თამარისის საჯარო სკოლის მიმდებარედ, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის ფართობის სპორტული მოედანი მოეწყო, სადაც  დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყობა ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.

პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2469
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31