მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
26 ნოემ 2019
 

26 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში,  უდიდესი ქართველი მწერლის,  მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე მაყურებელს საშუალება  ჰქონდა, ეხილა პერფომანსი, - "უცნობი თანამოსაკნის მონათხრობი", სადაც მწერლის დღემდე უცნობი ამბები, უცნობი პატიმრის მოგონებებით მონათხრობი  ისტორიები გაცოცხლდა.  ასევე ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით,  მარნეულელი ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

სალონურ საღამოს,  მწერლის ოჯახის წევრები,  ნათესავები, საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სახელით, დიდი ქართველი მწერლის ბიუსტი, ყვავილების გვირგვინით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ;

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მარნეულის მერიისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2508
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31