მარნეულელმა სპორტსმენმა, თამაზ ბოჭოიძემ, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა, ამჯერად 21 წლამდელებში, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. (მარჯვენა ხელი)
ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები, სპორტსმენსა და მის მწვრთნელს, შერმანდინ ბოჭოიძეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ- მერმა, ზაურ დარგალმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა პირადად მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში, მხარდაჭერა აღუთქვეს.
სიახლეები
მარნეულელი სპორტსმენის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე
21 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 3124
სიახლეები

















