მარნეულს, სკოლამდელი აღზრდის კიდევ ერთი ახალი დაწესებულება შეემატა. თანამედროვე სტანდარტების ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, სოფელ საიმერლოში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, სადაც საბავშვო ჯგუფებთან ერთად, განთავსებულია სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც დაახლოებით 600 000 ლარი დაიხარჯა.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას, ქვემო ქართლის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, განთავსდა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.
აღსანიშნავია, ახალი საბავშვო ბაღი სკოლამდელი განათლების სერვისის მიწოდებას, უზრუნველყოფს როგორც სოფელ საიმერლოს, ისე ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრები ოჯახებთვის.
სიახლეები
სოფელ საიმერლოში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
16 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4652
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
333
აპრ 22 ოთხ 2020
15532
აპრ 22 შბ 2017
28719
იან 09 ორშ 2017
28310
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28008
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686