მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომან ზოიძის სახელობის შულავერის №1 საჯარო სკოლა კაპიტალურად რეაბილიტირდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, სკოლაში რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა, დირექციას გაესაუბრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდა შენობის შიდა რემონტი, გამოიცვალა კარები და იატაკი, ასევე დამონტაჟდა ახალი ელექტროგაყვანილობის სისტემა.
პროექტის განსახორციელებლად, 115 125 ლარი გამოიყო.
სიახლეები
შულავერის №1 საჯარო სკოლა კაპიტალურად რეაბილიტირდა
01 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 812
სიახლეები

















