26 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოში, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გაიხსნა.
გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 127 ოჯახს აქვს, აქედან 86 ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია.
გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 7 400 გრძივი მეტრის გაზსადენი მოეწყო.
ახლადაშენებული ქსელი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორი, მაჰირ მამმედოვი, აგრეთვე „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სიახლეები
მარნეულში სოფელი ხანჯიგაზლო გაზიფიცირდა
27 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5623
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
342
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28735
იან 09 ორშ 2017
28320
აგვ 30 სამ 2016
30343
აგვ 27 შბ 2016
29634
სექ 02 პარ 2016
28021
აგვ 26 პარ 2016
27528
აგვ 30 სამ 2016
25695