მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერია პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მიზნით მოსახლეობის საჭიროებებს იკვლევს
04 სექ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას აგრძელებს.

მოქალაქეების გამოკითხვის პროცესში, ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მიიღო.

მერი მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ფარგლებში, კაჩაგანისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ოჯახებს შემთხვევით შერჩევის პრინციპით ესტუმრა და სპეციალურად შექმნილი კითხვარის მეშვეობით, მათი საჭიროებები გამოიკითხა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მიზნად ისახავს დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მიერ განსავითარებელ მიმართულებებს და განსახორციელებელ ძირითად პროექტებს.

პრიორიტეტების დოკუმენტის დამატებით კომპონენტს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს, რომლებიც მოსახლეობაში ადგილზე აწარმოებენ გამოკითხავს. პროექტის ფარგლებში, მოხალისეები გადამზადდნენ, მოსახლეობის გამოკითხვის მეთოდოლოგიის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის და რესპოდენტებთან მუშაობის ეთიკის საკითხებში.

აღნიშნულ კვლევაში ჩართულია დაახლოებით 150 მოხალისე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასურველ ენაზე აწარმოებენ კითხავრის შევსებას.

მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივი საჭიროებების კვლევისა და შესაძლებლობის შეფასების ეტაპზე, მუნიციპალიტეტს მისცემს საშუალებას, პროცესი იყოს გამჭირვალე და პრიორიტეტების დოკუმენტი მორგებული თითოეულ მოქალაქეზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 601
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930