მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კიროვკასა და ქვემო სარალში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09 აგვ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფლის  შიდა გზების  მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა.

იგი ამჯერად  სოფელ კიროვკასა და  ქვემო სარალს ესტუმრა სადაც გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და პარალელურად  ადგილობრივებს გაესაუბრა.

სოფელ კიროვკაში პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1 340 მეტრი მოცულობის გზის მოასფალტება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია  436 000 ლარი; რაც შეეხება სოფელ ქვემო სარალს, სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 468 140 ლარით დაფინანსდა და  მოასფალტდება 940 მეტრის გზა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 150
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031